საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა - თამარ გაბუნია
„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, უწყებას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები მოლებთან და გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობას.

„ჯამურად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისა და ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობის მიღებისთვის, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google