საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გავრცელებას იწყებს - პაატა იმნაძე
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.
„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google