რა ვადებში ჩააბარებს ეროვნულ გამოცდას აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდება
საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

„პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ „კოვიდ-19“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდა / კოვიდი /