კახეთში ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა +35 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში. დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +33 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google