კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსამდე გათბება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში. დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /