ამ ეტაპისთვის სტუდნეტებისთვის სავალდებულოდ ვაქცინაციის პროცესის განხილვა არ ყოფილა- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე სტუდენტებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი, როგორც სტუდენტებისთვის სავალდებულო პროცესი, არ განხილულა.

„დღესდღეობით არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, აქედან გამომდინარე ეს პროცესი ამ ეტაპზე ჩვენთანაც არ განიხილება როგორც სავალდებულო პროცესად, თუმცა თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ზევით ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში და, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოების მიზნით, მიზანშეწონილი არის და ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ ისინიც ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამ ეტაპისთვის სტუდნეტებისთვის სავალდებულოდ ვაქცინაციის პროცესის განხილვა არ ყოფილა“, – განაცახადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google