სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის
და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის
საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“
მიმდინარეობს.
აღნიშნულ სასკოლო თამაშში თხუთმეტი სკოლის გუნდი მონაწილეობს.
ერთი კვირის განმავლობაში თამაშის სამი ტური გაიმართება და
გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის
ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.
ინტელექტუალური ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი
დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები