კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება
პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საქართველოში კომენდანტის საათი პირველად 2020 წლის 31 მარტს გამოცხადდა და 23 მაისამდე გაგრძელდა. შეზღუდვა 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე მოქმედებდა და დამრღვევი 3000 ლარით ჯარიმდებოდა. მეორედ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან ამოქმედდა, ის ჯერ 22:00 სთ-დან, 28 ნოემბრიდან კი 21:00 სთ-დან იწყებოდა. 17 მაისს გადაადგილებაზე აკრძალვის დაწყების პერიოდმა 23:00 სთ-მდე გადაინაცვალა

| Print |
FaceBook Twitter Google