კახეთში კიდევ 59 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 469 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 24, იმერეთში - 69, ქვემო ქართლში - 50, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 50, კახეთში - 59, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 აქედან: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 674 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google