პირბადე კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს მთავარ იარაღად რჩება - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად რეკომენდაციები კვლავ დაიცვას.

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა მან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ არის. ნიღბის გამოყენება კვლავ აუცილებელია დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე.

| Print |
FaceBook Twitter Google