დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 368 შემტხვევა, თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 48,
იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 8,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 37, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 7,
სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577, მძიმე
პაციენტია 802 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი,
579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 386 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, ხოლო
თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 პირი.საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების ჯამში 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653
გამოჯანმრთელდა, 5 228 კი, გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები