საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრიან
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გამოსვლები დღეს გაიმართება, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კენჭისყრა ისე უნდა ჩატარდეს, რომ პროექტის ის მუხლი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობას და ასევე, ორი დანართი, რომელიც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რაოდენობებსა და საზღვრებს, დამატებითი განხილვისთვის გადაიდოს და მათი განხილვა მოხდეს პროექტის მესამე მოსმენის დროს.

| Print |
FaceBook Twitter Google