კახეთში ტემპერატურა 38 გრადუსამდე მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უმეტესად მზიანი იქნება. თელავში დღის განმავლობაში +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google