საქართველო 1 მილიონ დოზა “ფაიზერის”ვაქცინას მიიღებს - ამირან გამყრელიძე
წლის ბოლომდე „ფაიზერის“ 1 მლნ დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამის
შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე აცხადებს.
„ფაიზერთან“ არსებობს კონტრაქტი. მესამე კვარტალში 1 მლნ დოზა
„ფაიზერი“ უნდა შემოვიდეს, ნაწილ-ნაწილ. სულ წლის ბოლომდე შემოვა 1
მლნ დოზა. სახელმწიფომ კონტრაქტი უკვე გააფორმა“, – განაცხადა ამირან
გამყრელიძემ. “ფაიზერის” გარდა, ივლისში საქართველო “სინოვაკის”,
“სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები