კორონავირუსის ინდური შტამის ცირკულაცია იზრდება – ამირან გამყრელიძე
დღეს ქვეყანაში ე.წ დელტა შტამის, კორონავირუსის ინდური ვერსიია, ცირკულაცია იზრდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 24 საათში, საქართველოში ინდური შტამის 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
“დღეს ლუგარში ე.წ. დელტა შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დღეს “დელტა შტამის” ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს სადღაც 10-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია.

მოგეხსენებათ, ევროპის დიდ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანდათან ეს მოხდეს აქაც. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით დასაცავია,” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google