მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს. საქართველოს სახალხო მხატვარი რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google