საქართველოში „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა შემოვა
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში კვირის ბოლოს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ერთი მილიონი დოზა შემოვა. მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება.


„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თუმცა იმ მწარმოებლებთან, სადაც სავალდებულო არ არის კონფიდენციალურობის დაცვა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სონოვაკი“ უკვე კვირის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ შეგვიძლია ამ ვაქცინებით დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია. .


ასევე, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში „ფაიზერი“ და შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. მილიონზე მეტი „ფაიზერი“ შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




| Print |
FaceBook Twitter Google