კახეთში ტემპერატურა +38 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი მაზინი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში იწვიმებს და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /