ხვალიდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება
ხვალიდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება. მთავრობის დამტკიცებული რეგლამენტით მკაცრად გაკონტროლდება როგორც სათამაშოების იმპორტი ასევე ბაზარზე რეალიზების პროცესი.

ახალი რეგულაციების მნიშვნელოვანი პუნქტი სათამაშოების ქიმიური შემადგენლობა. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს, რომ ნაწარმი, რომელთანაც მოზარდს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს, არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი. ამისთვის კი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ასეთი ლაბორატორიები არ არის, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პროდუქცია საზღვარგარეთ შემოწმდება, რასაც ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უზრუნველყოფს.

| Print |
FaceBook Twitter Google