რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა, რომელსაც გამოცდამდე კორონავირუსი
დაუდასტურდა - ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა, სოფიო გორგოძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა.
„თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა
დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ
დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ
კომუნიკაციას აბიტურიენტთან, თუ როდის უნდა გამოცხადდეს უკვე
გამოჯანმრთელებული საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა გორგოძემ.
ამ ეტაპზე კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ისინი
გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩააბარებენ. შეგახსენებთ, რომ
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები