ჩუმლაყში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი , მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

კრიმინალური ავტორიტეტის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე , მათ შორის 2020 წლის თებერვალს გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ საავადმყოფოში მომხდარი სროლის, რამდენიმე თვის წინ მისი ავტომობილის ავტომატით დაცხრილვისა და ბადუაშვილის კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა დაწვის ფაქტები.

| Print |
FaceBook Twitter Google