სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ იზრდება და არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარი იქნება.

გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დახმარება /