Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 368 022 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 231, გარდაიცვალა 5335
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები