საჰაერო გზით ტურისტების შემოსვლის წესი შეიძლება შეიცვალოს
საქართველოში სახმელეთო გზით შემოსული პირები, ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა მათი ვაქცინაციის სტატუსს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.


„ჯერჯერობით საჰაერო გზით შემოსული ტურისტები, რომლებიც ნაკლები რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან, უმრავლეს შემთხვევაში ქვეყანაში შემოდიან სავალდებულო PCR ტესტირების გარეშე. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, ეპიდემიური სურათის გადახედვის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს.

კერძოდ, იყოს უნივერსალური მოთხოვნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის, თუმცა ჯერჯერობით განსხვავებული რეჟიმია. სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს PCR ტესტი, საჰაერო გზიდან შემოსულებს კი უნდა ჰქონდეთ სრული ვაქცინაციის დოკუმენტი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტურისტი / ფრენა /