კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე გათბება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /