პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 12 ივლისს,
დაიწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ონლაინ
რეჟიმში განხორციელდება.
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის და ტესტირების წესი, განათლების და
მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ
შეიცვალა.
მიმდინარე წელს, აპლიკანტების ნაწილს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული
პროგრამის პარალელურად სკოლის საშუალო საფეხურის პროგრამაც გაიარონ და
სწავლის დასრულების შემდეგ, ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები
მიიღონ.
მასალის გამოყენების პირობები