7 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი
3.34 %-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.27 %, ხოლო 7 დღის
განმავლობაში 3.72%%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 373 728 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 090, გარდაიცვალა 5 415
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები