კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ.
დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის
არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ. გამოძიებით დადგინდა,
რომ ძმებმა - მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,
რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას,
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები