კისისხევში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მომხდარ ავარიას 40 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, რა დროსაც მაღალი სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევის მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /