ჯერჯერობით ვაქცინაციაში ბავშვების ჩართვა არ იგეგმება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელის თქმით, ბავშვების ვაქინაცია საქართველოში ამ ეტაპზე არ იგეგმება, საუბარია 12-15 წლის მოზარდების აცრაზე.

„ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google