Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 659 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 713 პაციენტი. გარდაიცვალა 16.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები