პარლამენტში ჯარიმებისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

ჯარიმებზე ამნისტია იმ პირებს შეეხება, ვისაც რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. საკითხის წამყვან კომიტეტზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სესიაზე გავა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google