კახეთში კიდევ 115 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 1136 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 98, იმერეთში - 164, ქვემო ქართლში - 104, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 64, კახეთში - 115, მცხეთა-მთიანეთში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 , მათ შორი მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პაციენტი, 924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.

| Print |
FaceBook Twitter Google