ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან
გამყრელიძის ინფორმაციით,საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე
დაიწევს.
„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა „ფაიზერი“, რომელიც გაიყოფა ორ
ნაწილად – 14 000 -14 000, რათა მეორე დოზები გარანტირებულად ყველა
ადამიანს შეხვდეს. ასაკს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჯავშნები 18 წლის
ზემოთ იქნება, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასაკი
დაიწევს 16 წლამდე, მაგრამ არა – ახლა“, – განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები