ჟურნალისტებმა შსს-სთან მდუმარე აქცია გამართეს
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები მდუმარე აქცია გამართეს. ისინი TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით იყვნენ მისული.

მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა იყო: თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს მედიის წარმომადგენლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google