„ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს საქართველო მიმდინარე კვირის განმავლობაშიც მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს მიმდინარე კვირის განმავლობაშიც მიიღებს.

ვაქცინის 28 000 დოზის ათვისება ქვეყანამ უკვე დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარაგში კი, 3 სხვა სახეობის ვაქცინაა. ვაქცინები საქართველოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის ბოლომდე ქვეყანამ ეტაპობრივად „ფაიზერის“ 1 500 000 დოზა უნდა მიიღოს.

| Print |
FaceBook Twitter Google