გურჯაანში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსამდე აიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +37 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google