სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სამი პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილ წევრი. სამივე მათგანმა საპატიმრო დღეს დილით დატოვა.

უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯეს.

| Print |
FaceBook Twitter Google