თინა ბოკუჩავას მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ენმ ეთიკის საბჭოს მიმართავს
ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს და თინა ბოკუჩავას მიმართ სხდომათა დარბაზში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მედიის საპროტესტო ბანერების გამო პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ იმყოფებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google