20- 22 ივლისს კახეთი ლექცია-კონცერტებს უმასპინძლებს, რომელიც
კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით
ტარდება.
ღონისძიებას ელისო ვირსალაძე ხელმძღვანელობს და მუსიკით
დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, ლექცია- კონცერტები
გაიმართება.
მუსიკოს-შემსრულებლები, დაინტერესებულ პირებს, მუსიკაზე, მუსიკოსებზე,
კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე
მოუყვებიან.
აქცია- კონცერტებს, რომლებიც საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში,
ლაგოდეხში და ახმეტაში ჩატარდება, ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი
ფორმა ექნება.
მასალის გამოყენების პირობები