ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში შეყვანილი ორი კოვიდინფიცირებული ჩვილიდან ერთი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 70 ბავშვი მკურნალობს. შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. 19 ივლისს კი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google