კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +38 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /