StopCov-ზე გამოქვეყნებული გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო 24 საათის
განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 415 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები