რუსთავი 2-ის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ 5 ივლისს "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლებით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი. კერძოდ:
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 23 პირი; "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი; 1 პირი კი მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაკავება / შსს /