გახარიას პარტია მერობის კანდიდატებს წარადგენს
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის დასახელებას გეგმავს. პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ კანდიდატები რეგიონებშიც ეყოლებათ.

„როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, დეტალებს საზოგადოება მალე გაიგებს”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად კახი კალაძე გუშინ წარადგინა. კვირის ბოლოს გეგმავს კანდიდატის დასახელებას გაერთიანებული ოპოზიციაც.

| Print |
FaceBook Twitter Google