ავარიას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.შემთხვევა, თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

35 წლის მამაკაცი, მოტოციკლით მოძრაობის დროს მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და ადილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /