კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 460 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი, გარდაიცვალა 20.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 398 081 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 370 565, გარდაიცვალა 5 656 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google