„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 5-6 ივლისის საგამოძიებო კომისიის პროექტი დაარეგისტრირა
5-6 ივლისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია.

ფრაქციის წევრები ძალადობრივი ფაქტების გარდა აუცილებლად მიიჩნევენ კომისიამ შეისწავლოს, რამდენად ადექვატური იყო შსს-ს ქმედებები და ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრთა მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ძალადობრივი მოვლენები.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
“სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს”, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაშიც, რომელიც წარმოდგენილია ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”

| Print |
FaceBook Twitter Google