მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 30 ივლისს გამოაცხადებს
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე, მოსამართლე კობა ჩაგუნავა, გადაწყვეტილებას 30 ივლისს გამოაცხადებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, ერთკვირიანი ვადაა საჭირო.მალხაზ მაჩალიკაშვილი 6 ივლისს, თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე, მშვიდობიანი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მაჩალიკაშვილს ადმინისტრაციულ გადაცდომას, კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.
თავად მაჩალიკაშვილი ამ ფორმულირებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

| Print |
FaceBook Twitter Google