კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 6.03%-ია
23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.55% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.15%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google